სულმა სული ამოიცნო
37, Tbilisi, Georgia

სულმა სული ამოიცნო, გულმა გულით იტირა,
ერთმანეთის დაკარგვისას ყველამ ერთად იკივლა.
აიკინძა ასაკინძი, სათქმელი თქვა დრომ,
გაცრუება დასაყრდენად დაეძებდა ჯოხს,
მაწანწალა ტალახ-ტალახ დაეძებდა ღილს,
სხვისი ძუძუ არ ენდომა ატირებულ ჩვილს.
გიშერ-გიშერ აკინძული მძივი ავ თვალს აიღებს,
გირაოში ეს ცხოვრება ჩემს სიყვარულს წაიღებს.
დაკარგულზე არ დარდობენ, დასაკარგზე ფრთხილობენ,
ვისაც რა არ უნახია სხვასთან იმას ჰკვირვობენ,
სასწორს დადო ბედმა პინა, აყალ-მაყალს გადადის,
ოცნებითაც ვერ გავლიე უსასრულო ტრამალი,
ვისთვის იოლ, ვისთვის ეულ, ვისთვის კიდევ მრისხანედ
აკინძავდა ყველა ღამე უთვალავჯერ მირაჟებს.

2 views
 
Comments

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes